|
2021-12-06 13:19:25, 716 ნახვა
მსოფლიო
The Washington Post: აშშ-ის დაზვერვის ცნობით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმას 175 000 ჯარისკაცით გეგმავს
რუსეთი 175 000 ჯარისკაცით უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმას გეგმავს. - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს დაზვერვამ დაადგინა. The Washington Post-ის ცნობით, აშშ-ს დაზვერვამ დაადგინა, რომ კრემლი უკრაინაზე შეტევას გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას 175,000-მდე ჯარისკაცი მიიღებს. "რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", - თქვა ანონიმურად Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა. The Washington Post-ის მიერ მოპოვებული აშშ-ს დაზვერვის დოკუმენტი, მოიცავს სატელიტურ ფოტოებს, რომელშიც ჩანს ჯარისკაცები, რომლებიც ოთხ სხვადასხვა ადგილზე გროვდებიან. დოკუმენტის თანახმად, ტანკებთან და არტილერიასთან ერთად საბრძოლო ველზე 50 ტაქტიკური ჯგუფია განლაგებული. უკრაინული ინფორმაციით, მათ საზღვრებთან 94 000-მდე რუსი სამხედრო იყო განლაგებული, აშშ-ს დაზვერვის ბოლო ცნობებით კი, მათი რიცხვი 70 000-მდეა. თუმცა, ამერიკული ცნობების მიხედვით, მოსალოდნელია მათი რაოდენობის 175 000-მდე გაზრდა. მათი აზით, რუსეთის სამხედრო შენაერთების ინტენსიური გადაადგილება ემსახურება "მათი მიზნების ბურუსით მოცვასა და გაურკვევლობის შექმნას". ამასთან, ბლინკენმა გააფრთხილა უკრაინელები, არ მისცენ რუსეთს სამხედრო მოქმედების საბაბი. ”ჩვენ ასევე მოვუწოდებთ უკრაინას თავი შეიკავონ, რადგან არ წამოეგო რუსეთის მიერ მოწყობილ პროვოკაციას." - თქვა მან.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)