|
2021-11-28 13:48:59, 2222 ნახვა
ომი უკრაინაში
Novavax-ი კორონავირუსის ახალი შტამის ვაქცინაზე მუშაობას იწყებს
ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია, Novavax-ი კორონავირუსის ახალი „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ, ვაქცინაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "Reuters" ავრცელებს. ნოვავაქსი ამბობს, რომ მათი ვაქცინის შემცველობაში შევა მუტირებული წვეტიანი ცილა ომიკრონიდან, რისი მეშვეობითაც, ნოვავაქსის პრესსპიკერის განცხადებით, ადამიანები იმუნიტეტის გამომუშავებას შეძლებენ. კომპანიის თანახმად, ახალი ვაქცინის დატესტვას და წარმოებას რამდენიმე კვირა დასჭირდება. თავის მხრივ, „ფაიზერს“ უკვე დაწყებული აქვს კვლევა, თუ რამდენად ებრძვის მათი უკვე არსებული ვაქცინა ვირუსის ახალ - სამხრეთ აფრიკულ შტამს. კომპანიაში ამბობენ, რომ პასუხი 2 კვირაში ეცოდინებათ. კორონავირუსის ახალი ვარიანტი ჯერ კიდევ შესწავლის საგანია. ცნობისთვის, კორონავისურის ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. ვირუსის ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება და მძიმედ მუტაციურია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი შეშფოთების საგნად გამოაცხადა და "ომიკრონი" სახელდების პროტოკოლის მიხედვით უწოდა. შემდეგ კი, დადასტურდა დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, გერმანიაში, იტალიაში, ჰონგ-კონგში. ისრაელმა ორი კვრით ქვეყანაში უცხოელების შესვლა აკრძალა. „ომიკრონის“ შტამის გავრცელების გამო, საქართველო 8 ქვეყნიდან საზღვრის კვეთაზე რეგულაციები დააწესა.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)