|
2021-11-24 13:57:54, 1483 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში, რეკორდული ინფლაციის შემდეგ, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მასიური საპროტესტო აქციები დაიწყო
თურქეთში ეროვნული ვალუტის კურსის რეკორდულმა ვარდნამ პროტესტი გამოიწვია, - ანკარასა და სტამბოლის მოსახლეობა ქოთნებითა და ტაფებით ქუჩებში გამოვიდნენ და მთავრობისა და მმართველი პარტიის "სამართლიანობისა და განვითარების" (AKP) ლიდერების გადადგომის მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ჰიპერინფლაციის შიშობენ. თურქული გამოცემების Duvar-ის და Cumhuriyet-ის ცნობით, ანკარაში პოლიცია მათ აღკვეთას ბარიერით ცდილობდა, პოლიციასთან მცირე დაპირისპირების შემდეგ, მსვლელობა მაინც გაგრძელდა. საპროტესტო აქციები თურქეთის დიდ ქალაქებში სამშაბათს საღამოს დაიწყო სტამბოლის ქურთულუშის რაიონიდან ტვიტერზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიცია ცდილობს შეაჩეროს აქციის მონაწილეთა მსვლელობა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სხვა ვიდეოში ისმის მომიტინგეების სკანდირება: "გადადგეს - მთავრობა!" თურქული ლირის კოლაფსს უკვე ეწოდა „შავი სამშაბათი“. ეროვნული ვალუტის ისტორიული ვარდნამ 17,5%-ით, დოლარზე 11,4-დან 13,4 ლირამდე შეადგინა. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გააგრძელებს დაბალი ტარიფების პოლიტიკას.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)