|
2021-11-03 18:29:04, 1474 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქედის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების კიდევ უფრო სწრაფ და ეფექტიან განხორციელებაზე გაკეთდა აქცენტი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და ქედის მერთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს გაეცნო. ,,მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებში პროექტები სრულდებოდეს ჯეროვნად, ხარისხიანად, ისე, როგორც ამას მოითხოვს პირველ რიგში აქ მაცხოვრებელი ხალხი. ვცდილობთ, რომ მუნიციპალიტეტებს მაქსიმალური ფინანსური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ, იქნება ეს კაპიტალური ტრანსფერი, შემოსავლების ზრდა თუ რესპუბლიკური მასშტაბის პროექტების განხორციელება" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ქედის მერიაში გამართულ შეხვედრაზე. ქედაში, სოფელ წონიარისში დასრულდა ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 11 მლნ. ლარია გათვალისწინებული. მიმდინარეობს ახოს, ვაიოს, გეგელიძეების საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ქედის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლები მზის მიკრო ელექტროსადგურებით აღიჭურვება. დაბა ქედაში სრულდება საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. ბაღი 120 ბავშვზეა გათვლილი. ქედაში დასრულდა სოციალური სახლის მშენებლობა და უახლოეს დღეებში ბინა 20 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა. თორნიკე რიჟვაძემ სოფელ ზუნდაგაში გუშინ ხანძრის შედეგად დაზარალებული ვერძაძეების ოჯახი მოინახულა. ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი და როგორც აჭარის მთავრობისგან, ისე მერიის მხრიდან გაეწევა შესაბამისი კომპენსაცია.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)