23:32 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 16:56:46, 986 ნახვა

სამართალი
მეგის ქარდავამ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა - ადვოკატი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მეგის ქარდავამ პროტესტის ნიშნად თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვა.

მისი განცხადებით, სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.

როგორც ქარდავამ აღნიშნა ის და მისის მეგობრები ქვეყნის უსაფრთხოებას იცავდნენ.

„მე და ჩემი მეგობრები ვიცავდით საქართველოს უსაფრთხოებას. ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. მტკიცებულებები არის გაყალბებული და ჩვენებები მიღებულია შურისძიების, შანტაჟისა და წამების გამოყენებით.

არანაირი ნდობა არ გამაჩნია, რომ აქ აღსრულდება მართლმსაჯულება და დადგება ობიექტური განაჩენი. მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ დარბაზს“, – განაცხადა მეგის ქარდავამ.

მისი ადვოკატის  მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით მეგიზ ქარდავა პოლიტიკური პატიმარია.

„შუამდგომლობას დავაყენებთ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით. მას პროცესებზე გამოცხადების შესახებ უარი არ უთქვამს. როგორც ამ საქმეზე, ისე ყველა სხვა საქმეზე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პატიმარია. ამას ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეები, ვინაიდან სწორედ ამაზე მეტყველებს იძულებით მიცემული ჩვენებები” - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, მეგის ქარდავა უკრაინულმა მხარემ საქართველოს  17 სექტემბერს გადმოსცა. მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი, 6 საქმეზე კი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. მას ბრალი ედება პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics