|
2021-10-26 16:23:30, 1488 ნახვა
მსოფლიო
საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ იბნ სალმანი, მეფე აბდულას წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულეს
საუდის არაბეთის დაზვერვის ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანის განზრახული ჰქონდა მოეკლა აწგარდაცვლილი მეფე აბდულა რუსეთიდან ჩამოტანილი მოწამლული ბეჭდით.- ინფორმაციას BBC- ი ავრცელებს. CBS-თან ინტერვიუში საად ალ-ჯაბრიმ, საუდის არაბეთის დაზვერვის მთავარმა ფიგურამ, განაცხადა, რომ მუჰამედ იბნ სალმანმა 2014 წელს თავის ბიძაშვილთან საუბარისას მიანიშნა, რომ მას სურდა მოეშორებინა მეფე აბდულა, რათა ტახტი მას დარჩენოდა, იმ პერიოდში მმართველი დინასტიის წევრებს შორის ტახტის მემკვიდრეობის შესახებ კამათი იყო. ჯაბრიმ CBS-ისთან ინტერვიუში განაცხადა რომ სადაც მან თქვა, რომ პრინცი მუჰამედ იბნ სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი, მეფე სალმანის ვაჟი და საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველი, არის „ფსიქოპატი. მკვლელი, რომელსაც აქვს შეუზღუდავი რესურსები ახლო აღმოსავლეთში, რომელიც საფრთხეს უქმნის საკუთარ ხალხს, ამერიკელებს და მთელ პლანეტას. ყოფილმა დაზვერვის ოფიცერმა ასევე თქვა, რომ 2014 წელს, თავის ბიძაშვილ მუჰამედ იბნ ნაიფთან შეხვედრისას, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, იბნ სალმანმა მიანიშნა, რომ მას შეეძლო მეფე აბდულას მკვლელობის ორგანიზება. "მან უთხრა: მე მინდა გავანადგურო მეფე აბდულა. რუსეთიდან მოწამლულ ბეჭედს გადმოსცემენ, უბრალოდ ხელი უნდა ჩამოართვა და ყველაფერი დამთავრდება", - თქვა ჯაბრიმ მეფე აბდულა 2015 წელს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, ტახტი კი მამის ძმას, სალმანს, მუჰამედ იბნ სალმანის მამას გადაეცა, რომელმაც მეფისნაცვლად მუჰამედ იბნ ნაიფი დანიშნა. შემდეგ იბნ სალმანმა უარყო ყველა ბრალდება. თუმცა, მან ასევე უარყო ბრალდებები ხაშოგის მკვლელობაში მონაწილეობაში, თუმცა, ამერიკული დაზვერვის თანახმად, პრინცმა პირადად დაამტკიცა ჟურნალისტის ლიკვიდაციის ოპერაცია.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)