|
2021-10-24 13:11:29, 2267 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი და მძიმე პაციენტების რაოდენობა იზრდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარება გართულდა და, ნელ-ნელა, პიკისკენ მიდის. მისი თქმით, ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი და მძიმე პაციენტების რაოდენობა იზრდება და ჯანდაცვის სისტემის რესურსი იწურება. "დღევანდელი მონაცემებით, საიმედო პროგნოზი არ არის. დღეს ქვეყანაში აქტიური შემთხვევა არის 51 ათასი. უკვე სერიოზულად ეტყობა ზეწოლა ჯანდაცვის სისტემას. იზრდება სტაციონარში ავადმყოფთა რაოდენობა, იზრდება მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა და, ასევე, ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტთა რაოდენობა. ჩვენ დეკემბერში, პიკზე, გვქონდა 33-34 ათასი აქტიური შემთხვევა, აგვისტოს პიკზე გვქონდა 63 ათასი, მაგრამ, შორს აღარ არის 63 ათასი. თუ ყოველდღე 4-5 ათასი ახალი შემთხვევა იქნა ქვეყანაში, ჩვენ ძალიან სწრაფად მივალთ უკვე იმ ლიმიტამდე, რასაც ჯანდაცვის სისტემას შეუძლია გაუძლოს,"-აცხადებს გამყრელიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)