|
2021-10-24 11:39:24, 2910 ნახვა
ომი უკრაინაში
მოსკოვის შემდეგ, პეტერბურგშიც ლოქდაუნი გამოცხადდა
მოსკოვის ლოქდაუნის შემდეგ, პეტერბურგის ხელისუფლებამ, რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქის სრული დაკეტვა გამოაცხადა. ოქტომბრის ბოლოდან 7 ნოემბრამდე თითქმის ყველაფერი დაიხურება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა. როგორც სანქტ-პეტერბურგის ადმინისტრაციამ განაცხადა, 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით ქალაქში დაიხურება სკოლები, ყველა გასართობი დაწესებულება, რესტორანი, ბარი, კაფე და ყველა მაღაზია, გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც ასორტიმენტის 30%-ზე მეტია, საკვები. კვების ობიექტებს შეეძლებათ იმუშაონ მხოლოდ გატანის სერვისით. გამონაკლისი გაკეთდა მხოლოდ კაფეებისთვის რკინიგზის სადგურებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე, ასევე სამრეწველო სასადილოებზე. გასართობი ობიექტებიდან მხოლოდ თეატრები და მუზეუმები იმუშავებენ, მაგრამ მათში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ QR კოდით (ვაქცინაციის დადასტურება) ან კორონავირუსის უარყოფითი ტესტით.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)