|
2021-10-21 14:19:31, 2530 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებლით თბილისი, აჭარა და იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი ლიდერობს
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით, ეპიდვითარება საყურადღებოა. მინისტრმა ვაქცინაციის ტემპზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესში არის კლება, თუმცა ვაქცინაციის მაჩვენებლით თბილისი, აჭარა და იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი ლიდერობს. „ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, ვატარებთ ყველა საჭირო ღონისძიებას. აღსრულების ნაწილში შრომის ინსპექცია არის აქტიურად ჩართული იმისთვის, რომ მონიტორინგი გაუწიოს, თუ რამდენად სრულდება ის რეგულაციები, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და ჯანდაცვის სამინისტროდანაა მოწოდებული როგორც ბიზნესისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის. ვაქცინაციის პროცესშიც არის კლება, რაც მოსალოდნელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ 40%-იან ნიშნულს, სადაც ქვეყნის მოსახლეობაა აცრილი და გაწერილი იყო კალენდრით. გვაქვს გარკვეული გრადაციები, სადაც ლიდერობენ თბილისი, აჭარა და იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი. დანარჩენ მუნიციპალიტეტში ჩვენ არ გვაქვს ის ნიშნულები, რაც თბილისში და აჭარაშია, სადაც მოსახლეობის 70%-მდე არის ორმაგი დოზით აცრილი", - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)