|
2021-10-20 17:22:52, 1072 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა
ინდოეთში ამ კვირაში რეკორდულმა ნალექმა და ძლიერმა წვიმამ წყალიდობა გამოწვია, რომლსი შედეგადაც სულ მცირე 73 ადამიანი დაიღუპა. - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. სახელმწიფოს ოფიციალური პირების განცხადებით, 46 ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ შტატში უტარაკაჰანდის და 27 ცხედარი იპოვეს სამხრეთ შტატში, კერალაში. დაზარალებული ტერიტორიების საჰაერო კადრებმა აჩვენა ადიდებული მდინარეები და სოფლები, რომლებიც ნაწილობრივ დაიტბორა. "წყალდიდობის შედეგად დიდი დანაკარგია ... მოსავალი განადგურებულია, ადგილობრივ მოსახლეობას ბევრი პრობლემა ემუქრება, გზები და ხიდები ჩამოიშალა", - განაცხადა სახელმწიფოს მთავარმა მინისტრმა პუშკარ სინგ დჰამმა უტარაკაჰანდის შტატის ერთ-ერთი რეგიონიდან, ადგილობრივ ხელისდუფლებას 3 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაციის განხორციელება მოუწია. 26 საევაკუაციო ბანაკში 200-ზე მეტი ოჯახია განთავსებული. მდინარეების ადიდების გამო, დატბორილია სოფლები, განადგურებულია მოსავალიც. ინდოეთი მეტეოროლოგიური სადგურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმები კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)