|
2015-02-02 20:26:03, 1096 ნახვა
საზოგადოება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასკოლო საგანმანათლებლო პროექტის ფინალი გაიმართა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასკოლო საგანმანათლებლო პროექტის „მე თბილისის მოტრფიალე ვარ“ ფინალი გაიმართა. პროექტში, რომელიც ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თბილისის ათივე რაიონის სკოლა მონაწილეობდა და მიზნად ახალგაზრდობაში თბილისის ისტორიისა და დღევანდელობის გაცნობიერებას ისახავდა. ფინალურ თამაშს თბილისის მერი დავით ნარმანია, ათივე მუნიციპალიტეტის გამგებელი, სკოლის დირექტორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გამარჯვება წილად პირველ კლასიკურ გიმნაზიას ხვდა, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფასიანი საჩუქრებითა და გარდამავალი თასით დააჯილდოვა, ასევე საჩუქრები გადაეცა ფინალური თამაშის ყველა მონაწილეს. აღნიშნული პროექტის განხორციელება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, თბილისის მერიისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით მომავალშიც იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)