|
2021-09-28 16:23:36, 1908 ნახვა
რეგიონი
აჭარაში სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის გამარჯვებული ბენეფიციარები გამოვლინდნენ
„სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა" პროგრამის 2021 წლის გამარჯვებული ბენეფიციარები გამოვლინდნენ. ასევე, პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მეწარმეების პროდუქციის გამოფენა მოეწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად პროგრამის მონაწილე მეწარმეებს შეხვდა. ,,სოფლად მეწარმეობის მხარდაჭერა თითოეული მეწარმის, ფერმერის მხარდაჭერა არის ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტი. მოხარული ვარ, რომ უკვე ორი წელია, სოფლად მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა ეფექტურად და ძალიან წარმატებით ხორციელდება. 2 წლის ჭრილში გვყავს 30-ზე მეტი ბენეფიციარი, რომლებმაც მოახდინეს როგორც არსებული ბიზნესის მოდერნიზება, გაფართოება, ასევე გვაქვს ახალი წამოწყებები, ინიციატივები და მომავალშიც გავაგრძელებთ თითოეული ფერმერის, აგრომეწარმის მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ინკლუზიურად ხდებოდეს სოფლის მეურნეობის განვითარება, იქმნებოდეს ახალი სამუშაო ადგილები და სოფლის მეურნეობა იყოს კიდევ უფრო მდგრადი" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მეწარმეებთან შეხვედრისას. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის" პროგრამა 2 წელია მოქმედებს და მიზნად ისახავს მეწარმეების ხელშეწყობას, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება/მოდერნიზირებას, ასევე ახალი ბიზნესის სტიმულირებას. მიმდინარე წელს „სოფლად მეწარმეობის ხელშეწყობა" საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 175 219 ლარს. წელს 15 ბენეფიციარმა მოიპოვა აგროსერვის ცენტრის თანადაფინანსება, ხოლო 2020 წელს პროგრამით 18 ბენეფიციარმა ისარგებლა. პროგრამით ბენეფიციარის განაცხადის საინვესტიციო ღირებულების 70% ფინანსდება. პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრებ ფერმერთა ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, სამეწარმეო საქმიანობის განვითარება და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)