|
2021-09-28 14:43:45, 1260 ნახვა
მსოფლიო
BBC- პოლონეთის სამმა დიდმა რეგიონმა ანტი-ლგბტ რეზოლუცია გააუქმა
პოლონეთის სამმა დიდმა რეგიონმა დაუჭირა მხარი იმ რეზოლუციების გაუქმებას ,რომელიც „ლგბტ“ პირების უფლებებს ზღუდავდა.-აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრელებს. სააგენტოს ცნობით, ეს მოხდა მას შემდეგ,რაც ევროკომისია დაემუქრა პოლონეთს დაფინანსების მოხსნით. აღნიშნული ანტი-ლგბტ რეზოლუციები პირველად მიიღეს 2019 წელს. მაშინ ადგილობრივი ხელისუფლება "ლგბტ" თემის უფლებების გაზრდას, განიხილავდა, როგორც შეტევას ტრადიციულ, კათოლიკურ ღირებულებებზე. თითქმის 100-მა რეგიონმა მიიღო მსგავსი ანტი-ლგბტ რეზოლუციები იმ წელს, რასაც აღშფოთება მოჰყვა ევროკავშირის მხრიდან, მათ აღნიშნული რეზოლუციები შეაფასეს,როგორც დისკრიმინაციაა. მოგვიანებით ევროკომისიამ მოუწოდა პოლიონეთის ხუთ დიდ რეგიონს გააუქმონ აღნიშნული კანონი, წინააღმდეგ შემთვევაში, ისინი შეწყვეტდნენ 126 მლნ ევრომდე დაფინანსებას მათი ადგილობრივი მთავრობებისთვის. საპასუხოდ, პოდკარპაკიმ, ლუბელსკიმ და მალოპოლსკიმ გააუქმა აღნიშნული რეზოლუცია. იუსტიციის მინისტრმა ზბიგნევ ზიობრომის განცხადებით, მისი „კანონი და სამართლიანობის“ პარტია წინააღმდეგია აღნიშნული რეზოლუციების გაუქმების. მინისტრმა „ევროკავშირის“ განცხადებები შეაფასა, როგორც ზეწოლა და „შანტაჟო“ მისი თქმით, ეს, "შეტევაა პოლონეთზე და ადგილობრივ მთავრობებზე". ერთსქესიანთა ურთიერთობები პოლონეთში კანონიერად არ არის აღიარებული და ქვეყანა კრძალავს ერთსქესიან წყვილებისთვის ბავშვის შვილად აყვანასაც.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)