01:24 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-26 12:13:52, 927 ნახვა

მსოფლიო
მერკელის თაობა არჩევნებზე პირველად მიდის

 26 სექტემბერს, გერმანიაში კანცლერის არჩევნები ჩატარდება. ეს იქნება ასევე თამადებობაზე ყოფნის დღე ანგელა მერკელისთვის. მისი წასვლით, დასრულდება ერა, არა მარტო გერმანიისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც.

67 წლის ანგელა მერკელი ქვეყნის პირველი და ამ დრომდე უკანასკნელი ქალი კანცლერია. ის გერმანიას 2005 წლიდან მართავს და ძალაუფლებაში ყოფნის ხანგრძლივობით ქვეყნის ისტორიაში მესამეა. მასზე დიდხანს გერმანიას მართავნდნენ ოტო ფონ ბისმარკი მე-19 საუკუნეში და ჰელმუტ კოლი მე-20 საუკუნეში.

მერკელის მმართველობის  დროს ქვეყანაში გაიზარდა ახალგაზრდების მთელი თაობა, რომლებიც არ იცნობდნენ მთავრობის სათავეში სხვა პირს.

მათ შორის - ემილ ვენზელი, მოზარდი, რომელიც ცხოვრობს დიუსელდორფში და წელს დაამთავრა სკოლა. იგი 14 წლის ასაკში იგი შეუერთდა ქრისტიან -დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდულ ფრთას (Junge Union). ახალგაზრდისთვის ანგელა მერკელი განასახიერებს საიმედოობას: ”მე ვფიქრობ, რომ ანგელა მერკელი მხარს უჭერს უწყვეტობას და სტაბილურობას. არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ მერკელი იყო კრიზისის კანცლერი, რომელსაც მიყოლებით რამდენიმე კრიზისის დაძლევა მოუწია" - ამბობს ახალგაზრდა.
ემილი მიიჩნევს, რომ კონსერვატორები მზად არიან მერკელის წასვლისთვის: ”მე მჯერა, რომ არმინ ლაშეტი არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გერმანიისთვის უზრუნველყოს კარგი მომავალი. ჩვენ გვყავს შესანიშნავი კანდიდატი კანცლერის თანამდებობაზე. მან კარგი საქმე გააკეთა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში. კანდიდატს აქვს უდიდესი ფედერალური სახელმწიფოს მართვის გამოცდილება". 

ემილ ვენზელი ეკუთვნის 3 მილიონ ახალგაზრდა ამომრჩეველს, რომლებიც ხმას პირველად მისცემენ. სოციოლოგი ერიკ ფლიუჯი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ამომრჩეველი ძირითადად ცვლილების მომხრეა:
„არჩევნების შედეგების მიხედვით, ხელისუფლებას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. მე მჯერა, რომ სიურპრიზები გველოდება ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც მხოლოდ მერკელის ქვეშ ცხოვრობდა. ”

ბოლო გამოკითხვების თანახმად, მერკელის პარტიის პოპულარობა 18 -დან 29 წლამდე ახალგაზრდებში შესამჩნევად დაბალია.
  იოჰანეს კლაინი არის ბერლინის უნივერსიტეტის მწვანე ჯგუფის ლიდერი. ის აკრიტიკებს მერკელს ახალგაზრდების საკითხების სათანადო ყურადღების გარეშე დატოვების გამო. იოჰანესი ელოდება, რომ ახალი მთავრობა განახორციელებს პოლიტიკას ყველა თაობის ინტერესებიდან გამომდინარე: „ბოლო წლებში ბევრი პრობლემა იყო, განსაკუთრებით სოციალური სამართლიანობის საკითხებში. გარდა ამისა, ფედერალურმა მთავრობებმა ღიად დაუშვა მუხრუჭები კლიმატის დაცვასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. ჩვენ გვინდა სტაბილური მომავალი ახალგაზრდებისთვის და სტაბილური პენსიები ჩვენი ბებია -ბაბუისთვის. ” - ამბობს სოციალისტების მხარდამჭერი.
ბოლო 16 წლის განმავლობაში გერმანიის პოლიტიკა სწორედ მერკელის ირგვლივ ტრიალებდა. ვითარება მსგავსი იყო, ასევე ევროკავშირის შემთხვევაშიც. მერკელს განიხილავდნენ, როგორც 27 წევრისგან შემდგარ ბლოკში, ყველაზე დიდი გავლენის მქონე პოლიტიკოსს, რთული დავების განმუხტვის უნარით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics