|
2021-09-23 18:19:03, 2449 ნახვა
სამხედრო
ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამუშაო ვიზიტით ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის მიზანს არსებული პროფესიული სამხედრო განათლების მიმოხილვა, ნატო-საქართველოს შორის თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების განხილვა და საქართველოს საჭიროებების შესაბამისად თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა. მათივე ინფორმაციით, ნატოს დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა უმასპინძლეს. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს სამხედრო განათლების სისტემის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ამოცანით მართვის მიდგომის დანერგვასა და ამ მიმართულებით ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. „ვიზიტის ფარგლებში ნატოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებთან, სადაც ადგილზე გაეცნენ სამაგისტრო და დისტანციური სწავლების პროგრამებს. სამუშაო შეხვედრები ასევე, გაიმართა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში, უმაღლეს სამეთაურო სკოლაში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში. ნატოს დელეგაციის წევრებმა ადგილზე შეაფასეს სასწავლო დაწესებულებების შესაძლებლობები და არსებულ აკადემიურ პროცესებსა და სასწავლო პროგრამებს, პროფესიული სამხედრო განათლების ინსტიტუტების სამომავლო გეგმებსა და საჭიროებებს გაეცნენ“.- ნათქვამია ინფორმაციაში.
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)