06:20 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-21 18:07:24, 1283 ნახვა

რეგიონი
ეკომიგრანტი ოჯახების თანადაფინანსება იზრდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტრო 2022 წელს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტს 3,000,080 ლარამდე ზრდის.

ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მომავალ წელს ამოქმედდება თითოეული ოჯახისათვის გათვალისწინებული თანადაფინანსების მოცულობის ზრდაა. სამინისტრო უსაფრთხო საცხოვრისის შესაძენად სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ერთჯერადად 30 000 ლარს გამოუყოფს. 

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა სამინისტრომ 2016 წელს შეიმუშავა, პროგრამა ყოველწლიურად იხვეწება და ბენეფიციართა საჭიროებებზე მორგებული ხდება. 2022 წლიდან ჩვენ ვზრდით სახლის შესყიდვის მიზნით, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობას. მომავალ წელს გაზრდილი ბიუჯეტითა და თანადაფინანსებით ეკომიგრანტებისათვის 100 უსაფრთხო საცხოვრებელი სახლის შეძენა იგეგმება“, - აცხადებს მინისტრი ნინო ნიჟარაძე.

დღემდე ,,ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში თანადაფინანსებით საცხოვრებელი სახლი 552-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეისყიდა.

აჭარის მთავრობისათვის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. გარდა პროგრამული დაფინანსებისა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები ფინანსურ დახმარებას აჭარის ავტონომიურირესპუბლიკის სარეზერვო ფონდიდან ღებულობენ. მიმდინარე წელს სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით სარეზერვო ფონიდან ფინანსური დახმარება გაეწია 281 ოჯახს.

2013 წლიდან დღემდე ამავე მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდიდან მიზნობრივი დახმარება გაიცა 3 960 ოჯახზე.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც აჭარი მთავრობა მუნიციპალიტეტების მერიებთან ერთად ეკომიგანტ ოჯახებს ეხმარება, სოციალური სახლების მშენებლობა და სახოვრებელი ფართებით უსასყიდლოდ მიღებაა. 2012 წლიდან დღემდე განხორციელდა 14 სახლის მშენებლობა/რეაბილიტაცია, სადაც საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა 719 ოჯახი.

 

აჭარაში სოციალური სახლების მშენებლობა გრძელდება, მალე 20 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა ქედის მუნიციპალიტეტში. კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობა იგეგმება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

2013 წლიდან აჭარის მთავრობამ სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში 1989 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებული 200-ზე მეტი ოჯახი. ასევე ფინანსური დახმარება გაეწია ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მცხოვრებ ოჯახებს, სადაც აქტური მეწყრული პროცესია განვითარებული.

მთავრობის მიერ პირველად განხორციელდა, სფეროს ნორმატიზირება. კერძოდ, ძალაში შევიდა აჭარისგანისაზღვრა აჭარის ა/რ ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალურ - სამართ­ლებ­რივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის ქმედითი დახმარების აღმოჩენის კრიტერიუმები, დაზიანებული საცხოვრებელი სახლების მშენებლობის/რეაბილიტაციისა და გადატანის მიზნით. წესი არეგულირებს ასევე, სოციალურ სახლებში ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილებისა და გადაცემის კრიტერიუმებს. აღნიშნული დადგენილებით, პირველად ქართულ სამართლებრივ სივრცეში  განხორციელდა ოჯახთა დიფერენცია სტიქიით დაზარალებულ ეკომიგრანტ და არაეკომიგრანტ ოჯახებად.

ამოქმედდა განკარგულება,  რომელიც უზრუნველყოფს სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ფინანსურ მხარდაჭერას, მათი უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მოქმედებს ისეთი ნორმატიული მოდელი, რომლითაც სრული საჯაროობის დაცვით ხორციელდება სტიქიით დაზარალებულ ოჯახთა დაზარალების კატეგორიების და ხარისხების კლასიფიკაციის განსაზღვა და შესაბამისი მიზნობრივ/ქმედითიდახმარების გაწევა.


 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics