20:56 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-20 14:36:46, 863 ნახვა

რეგიონი
ნინო ნიჟარაძე: აჭარაში გვაქვს მკვეთრად გამოხატული სტაბილური დინამიკა - დავიცვათ ყველა წესი, მოვერიდოთ ხალხმრავლობას

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში აჭარაში მკვეთრად გამოხატული სტაბილური დინამიკაა.

მინისტრმა მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან არსებული რეგულაციები და მოერიდონ ხალხმრავალ სიტუაციებს.

ამასთანავე, ნინო ნიჟარაძემ ვაქცინაციის კამპანიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების იმუნიზაციის პროცესი.

„უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში აჭარაში გვაქვს მკვეთრად გამოხატული სტაბილური დინამიკა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა უქმეებზე მოქალაქეთა დაბალი მომართვიანობაა და ეს უნდა გავითვალისწინოთ, დავიცვათ ყველა წესი, მოვერიდოთ ხალხმრავლობას.

დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არის 3,5%-დან 4,2 %-ის ფარგლებში, დღის მაჩვენებელი 3 %-ს შეადგენს, თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომდევნო ორი სამუშაო დღის მონაცემი, როდესაც ყველაზე მაღალია მოქალაქეთა მომართვიანობა ტესტირებისთვის.

დღეისათვის აჭარაში 2 280 აქტიური შემთხვევაა. დაახლოებით 500-ზე მეტი თავისუფალი ჰოსპიტალური საწოლია ამ დროისათვის, კლინიკაში იმყოფება 570 პაციენტი, მათ შორის 140 ინტენსიური თერაპიის საჭიროების მქონე.

რაც შეეხება ვაქცინაციას, 20 სექტემბრის მდგომარეობით აჭარში 192 000-ზე მეტი დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული. მოსახლეობის 31 % გახლავთ ერთი დოზით აცრილი, ორი დოზით 23%. ვაქცინაციის პირველ დოზებზე რეგისტრაციისა და მიმართვიანობის ტემპი შედარებით შემცირდა, თუმცა რეგიონში ყოველდღიური აცრის მაჩვენებელი სამიზნე მაჩვენებლის დონეს არ ცდება.

ჩვენ გვაქვს არანაკლებ 2 500 ყოველდღიურად ჩატარებული აცრის რაოდენობა. დღეიდან უკვე ყველა სამედიცინო ამბულატორია სოფლად ჩაერთო ვაქცინაციის პროცესში და იქ სადაც არის კადრის დეფიციტი, ან ინფრასტრუქტურის პრობლემა და ეს არის ერთეული, იმუშავებენ და უკვე მუშაობენ გამსვლელი ბრიგადები. ასეთი 17 სოფელია შერჩეული, სადაც აქამდეც ჩატარებულია გასვლითი ვიზიტები , თუმცა ამ სოფლებშიც უკვე ოჯახის ექიმები იწყებენ და გააგრძელებენ მომდევნო პერიოდშიც ვაქცინაციას.

ჩვენი მთავარი მიზანია, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, განსაკუთრებით რისკჯგუფები, ასაკოვანი მოსახლეობა, პირველ რიგში იყვნენ აცრილნი, თუმცა გვიახლოვდება სასწავლო პროცესი, ამიტომ განსაკუთრებით მოვუწოდებ პედაგოგებს და სტუდენტებს ვაქცინაციისაკენ. მითუმეტეს არასამედიცინო სივრცეში, უნივერსიტეტში არის ვაქცინაციის ცენტრი და შესაძლებელია ნებისმიერ ვაქცინაზე მოვიზიდოთ მოსახლეობა“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics