|
2021-09-16 18:01:01, 630 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი- ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მწუხარებას იწვევს
რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მწუხარებას იწვევს- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პესკოვის განცხადებით, ევროპარლამენტის ეს დოკუმენტი ძირითადად სარეკომენდაციო ხასიათისაა. ”ამ ანგარიშში საუბარია, თუ როგორ გვსურს ვიხილოთ ევროკავშირის ახალი სტრატეგია რუსეთთან მიმართებაში. ძალიან ძლიერი ლექსიკა გამოიყენება იქ. [...] პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რუსეთი რჩება ევროპის უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევად, ” - განმარტა სპიკერმა პესკოვის განცხადებით, დოკუმენტში საუბარი არ არის დიალოგის აუცილებლობაზე „სამწუხაროდ, დოკუმენტში საუბარი არ არის დიალოგის აუცილებლობაზე, არსებული პრობლემების, უთანხმოებების სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა არხებით მოლაპარაკებების გზით გადაჭრის აუცილებლობაზე“, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა დღეს კენჭიისყრის შედეგად რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ რეზოლუცია მიიღო.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)