|
2021-09-15 17:45:22, 601 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნის მოკავშირეები მოსახლეობას მოუწოდებენ, არჩევნებზე ხმა კომუნისტურ პარტიას მისცენ
ნავალნის კამპანია მიზნად ისახავს იმ ადამიანების ხმების კონსოლიდაციას, ვინც ეწინააღმდეგება “ერთიანი რუსეთoს“ პარტიას , რომელიც ამჟამად ფლობს პარლამენტის ქვედა პალატის მანდატების სამ მეოთხედს. "მილიონობით ადამიანს რუსეთში სძულს „ერთიანი რუსეთ“, აუხსენით ყველას, ვინც არ არის კმაყოფილი იმით, რაც ხდება ქვეყანაში, რომ აუცილებელია არჩვნებზე მისვლა და ხმის მიცემა- თქვა ნავალნის მოკავშირემ ლეონიდ ვოლკოვმა ნავალნის მოკავშირეების კანდიდატების უმეტესობა არის კომუნისტური პარტია, რუსეთის მეორე ყველაზე პოპულარული პარტია. ამჟამად მას ჰყავს 43 დეპუტატი 450 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში. ნავალნის მოკავშირეებმა რეკომენდაცია გაუწიეს კომუნისტ კანდიდატებს დედაქალაქის 15 ოლქიდან 11 -ში. მას შემდეგ, რაც ნავალნის მოკავშირეებმა გამოაქვეყნეს თავიანთი სია, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა, პუტინის მოკავშირემ, გამოაქვეყნა თავისი რეკომენდებული კანდიდატების სია. "მე ვხელმძღვანელობ „ერთიანი რუსეთის“ პარტიულ სიას მოსკოვში და მოვუწოდებთ ხმა მისცეთ ამ პარტიას", - წერს სობიანინი თავის ვებგვერდზე. პუტინი, რომელიც 1999 წლიდან იყო რუსეთის პრეზიდენტი ან პრემიერ -მინისტრი დაეხმარა „ერთიანი რუსეთს“ დაარსებაში, მაგრამ არ არის მისი წევრი.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)