|
2021-08-23 11:48:06, 1203 ნახვა
რეგიონი
მაშველებმა აბაშაში გაუჩინარებული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს
მაშველებმა აბაშაში გაუჩინარებული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში გაუჩინარებული არასრულწლოვნის შესახებ. შეტყობინების ინიციტორის გადმოცემით, მოზარდი მდინარე რიონში ბანაობისას წყალში გაუჩინდარდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება. სოფელ კეთილარის მიმართულებით, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ პირველი მორეაგირე სამაშველო ჯგუფები სპეციალური მცურავი საშუალებებით და დაიწყო საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპიროებზე. სამუშაოების სწრაფად და ეფექტურად წარმართვის მიზნით, სხვადასხვა რეგიონიდან ადგილზე მოხდა დამატებითი სპეციალური ტექნიკის და ცოცხალი ძალის მობილიზება. სამდღიანი უწყვეტი, 24 საათიანი საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მდინარეში ახალგაზრდა ადამიანის ცხედრი იქნა ნაპოვნი. ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 105 თანამშრომელი, აჭარის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის რეგიონებიდან. ასევე, მობილიზებული იყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი. მწყალქვეშა სამუშაოებს აწარმოებდა 6 მყვინთავი. მობილიზებული იყო 7 მცურავი საშუალება და დრონი. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა სპეციალური სკანერის, ექოლოტის საშუალებით. მდინარის ნაპირზე მოწყობილი იყო სპეციალური საველე შტაბი", – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინულმა დრონებმა Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს შეუტიეს, დაბომბეს როსტოვის გემთმშენებელი ქარხანა
დაურ ბუავას ადვოკატი - ჩვენ შსს-ს ამ ვერსიას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით
კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაურ ბუავა მარტო დატოვა - დაკავებულია 1 პირი
„განკითხვის დღის რადიო“ აძლიერებს აქტივობას CIA-ს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
რუსეთმა კიევსა და კრივოი როგზე იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)