09:20 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-19 10:22:10, 621 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში ხანდაზმულთა სახლების თანამშრომლებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აშშ-ში ხანდაზმულთა სახლების თანამშრომლებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ დაწესებულებებს ფედერალური დაფინანსება შეუწყდებათ.

„ვიყენებ ფედერალური მთავრობის, როგორც ჯანდაცვის ხარჯების გადამხდელის, ძალაუფლებას რათა უზრუნველვყოთ რისკების შემცირება ჩვენი ყველაზე დაუცველი ხანდაზმულებისთვის. ეს ნაბიჯები ეხება ადამიანების დაცვას. თუ თქვენ სტუმრობთ, ცხოვრობთ ან მუშაობთ ხანდაზმულთა სახლში, არ უნდა იყოთ არავაქცინირებული თანამშრომლებისგან დაინფიცირების უფრო მაღალი რისკის ქვეშ,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის ადმინისტრაციის გეგმის მიხედვით, უკვე მომავალი თვიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას დაავალდებულებენ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებსაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics