10:07 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-10 15:26:03, 925 ნახვა

მსოფლიო
გვინეაში „მარბურგის ვირუსის" პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ის გარდაცვლილ მამაკაცს აღმოაჩნდა

გვინეაში  პაციენტისგან აღებულმა ნიმუშებმა, რომელიც მას გარდაცვალების შემდეგ აუღეს  დაადასტურა, რომ იგი  „მარბურგის ვირუსული ინფექციით“ იყო დაავადებული- ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათი თქმით, გვინეის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს დასავლეთ აფრიკაში, „მარბურგის ვისურისის“ პირველი შემთხვევა.

ამჟამად იკვლევენ გარდაცვლილის კონტაქტებს.გამოვლენილია ოთხი მაღალი რისკის მქონე კონტაქტი.

გასულ კვირას,  ვირუსი დაფიქსირდა გუეკედუშიც იმავე რეგიონში, სადაც „ებოლას“ ბოლოდროინდელი შემთხვევები გამოვლინდა ეპიდემიის დროს, რომელიც უკვე დასრულებულია.

ეს არის მძიმე, ხშირად ფატალური დაავადება. ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა თავის ტკივილი, ცხელება, კუნთების ტკივილი, ღებინება სისხლი და სისხლდენა.

 „ჯანმო „-ს აფრიკის დირექტორმა,  მატშიდისო მოეტმა განაცხადა,  რომ ვირუსს აქვს პოტენციალი "გავრცელდეს შორს და სწრაფად“.

„მარბურგის ვირუსული ინფექციის" საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics