|
2021-08-10 10:54:28, 2243 ნახვა
სამხედრო
რეკრუტებმა ხერთვისის ციხეზე სამხედრო ფიცი დადეს
საქართველოს თავდაცვის ძალებს 83 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. რეკრუტებმა სამხედრო ფიცი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მრავალსაუკუნოვანი შეუპოვარი ბრძოლებით ცნობილ ციხესიმაგრეზე - ხერთვისის ციხეზე ღვთისა და ერის წინაშე, ანთებული ჩირაღდნებისა და არასტანდარტულად განლაგებული დროშების ფონზე დადეს და თავდაცვის ძალების დიდ ოჯახს შეურთდნენ.- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დღეიდან ისინი საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში გაივლიან. ,,ფიცის დადებამდე საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) რვაკვირიანი პროგრამა მათ ასევე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქში მდებარე უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის ახალ ცენტრში გაიარეს, სადაც სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო, ტაქტიკური მომზადება უტარდებოდათ. თანამედროვე სტანდარტების, საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი ახალქალაქში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, 2020 წლის სექტემბერში გაიხსნა. პირად შემადგენლობას მნიშვნელოვანი დღე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ მიულოცა და საქართველოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემაც’’.- ნათქვამია ინფორმაციაში.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)