11:44 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-03 18:43:46, 1312 ნახვა

რეგიონი
დღეიდან კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში სოფლის ამბულატორიები ჩაერთო

დღეიდან კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში სოფლის ამბულატორიები ჩაერთო, - ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ,,სინოფარმით“ ჩაიტარონ ვაქცინაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის ამბულატორიაში - დაბა ოჩხამურის, ხუცუბნისა და ბობოყვათის, ხოლო ხელვაჩაურის მუნივიპალიტეტში, ახალსოფლისა და ახალშენის სამედიცინო ამბულატორიებში.

ქობულეთის ამბულატორიებში ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მირიან ქათამაძესთან ერთად გაეცნო.

,,რეგიონში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის ზრდის პროპორციულად, ფართოვდება იმუნიზაციის არეალიც. დღის განმავლობაში უკვე 3 000-მდე პირი იტარებს ვაქცინაციას. შესაბამისად, პროცესს დღეიდან შეუერთდა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების 5 სამედიცინო ამბულატორია. როგორც იცით, მომდევნო დღეებში დამატებით ჩაერთვება მაღალმთიანი აჭარის 4 სოფლის ამბულატორიაც და ჯამში, ვაქცინაციის პროცესში ოპერირებას 9 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი გასწევს.

დღეს, დაბა ოჩხამურის ამბულატორიაში, ამავე სამედიცინო დაწესებულების ექიმი-თერაპევტი, 74 წლის მიხეილ დიასამიძე ,,სინოფარმით“ საჯაროდ აიცრა. მიუხედავად რთული ანამნეზისა, ბატონმა მიხეილმა პირად პასუხისმგებლობად აიღო აცრილიყო და მაგალითი მისცა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ვაქცინაცია არის უსაფრთხო და უალტერნატივო გზა კოვიდის დასამარცხებლად“ - აღნიშნა მარი ზანაქიძემ.

,,სინოფარმით“ ვაქცინაციას ხვალ დილიდან მეოთხე პოლიკლინიკა და მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი დაიწყებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics