|
2021-06-25 15:22:17, 2386 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველო 2021 წლის ბოლომდე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 4 მილიონ დოზას მიიღებს
წლის ბოლომდე, ვაქცინის 4 მილიონ დოზას მივიღებთ, რაც იქნება სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ როგორც დავგეგმეთ, მოსახლეობის 60 პროცენტი იქნას აცრილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა სახელმწიფო მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაზე დ აღნიშნა, რომ მთავრობის ამოცანაა ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ადგილობრივი ხელისუფლების სისტემის დამკვიდრება. „რაც შეეხება სახელმწიფო მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ადგილობრივი ხელისუფლების სისტემის დამკვიდრება. კორუფციის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის ეფექტიანობას ცხადყოფს საერთაშორისო გამჭვირვალობის ბოლო კვლევა. კორუფციის აღქმის ინდექსით ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველია რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით კი, 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს ვიკავებთ და ვუსწრებთ ევროკავშირის 9 ქვეყანას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობას კუთხით სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის საქართველო სწორედ მე-5 ადგილს ვიკავებთ. ასეთი გახლავთ ძალზე მოკლედ, ზოგად შტრიხებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმე და შედეგები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, ხელისუფლების დიდი ძალისხმევით, კანონის უზენაესობისა და სახელმწიფო ინტერესების განუხრელი ერთგულებით, ქვეყანა ახალ ეტაპზე გადავიდა. „ვფიქრობ, საკმაოდ რთული პროცესების შემდეგ, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების დიდი ძალისხმევით, კანონის უზენაესობისა და სახელმწიფო ინტერესების განუხრელი ერთგულებით, ყველა მიმართულებით ახალ ეტაპზე გადავედით. დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს დღეებში ვაქცინის მილიონ დოზაზე მეტს მივიღებთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ფაიზერთან მივაღწიეთ მოლაპარაკებას მილიონი ვაქცინის მიღებაზე, ასევე ერთი მილიონი სინოფარმი, მილიონი სინოვაკი, ნოვავაქსის 700 000 დოზა. ჯამში წლის ბოლომდე, 4 მილიონ დოზას მივიღებთ, რაც იქნება სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ როგორც დავგეგმეთ, მოსახლეობის 60 პროცენტი იქნას აცრილი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)