10:44 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-21 10:17:27, 1398 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის ცესკო-მ ხმების დათვლის პროცედურა დაასრულა, ნიკოლ ფაშინიანის პარტია 53.92%-ით ლიდერობს

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დათვლის პროცესი დასრულებულია.

ადგილობრივი მედია სომხეთის ცენტრალურ საარჩევო კომისიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნიკოლ ფაშინიანის პარტია, „სამოქალაქო შეთანხმება“ 53.92%-ით ლიდერობს.

ამასთანავე, ოფიციალური მონაცემებით, მეორე ადგილზეა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიან საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, რომელმაც 21.04% მოაგროვა. მესამე ადგილს იკავებს საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“, რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, ხმების 5.23% მოიპოვა. გაგიკ ცარუკიანის ბლოკმა, „აყვავებული სომხეთი“ კი ამომრჩეველთა ხმების 4.1% მიიღო.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics