|
2021-06-17 16:40:37, 838 ნახვა
რეგიონი
ზიპლაინი, ჯომარდობა, პარაპლანი - მედიატურის მონაწილეებმა აჭარის ტურისტული სერვისები თავად გამოსცადეს
შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მედიატურს უმასპინძლა. ცენტრალური და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა რეგიონში იმოგზაურეს და ახალი ტურისტული პროდუქტები დაათვალიერეს. ჟურნალისტებმა თავად გამოსცადეს ყველა ის ტურისტული სერვისი, რაც აჭარაში აქტიური დასვენებისა და ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებზეა გათვლილი. ზიპლაინი მახუნცეთის ჩანჩქერზე, ჯომარდობა აჭარის წყალზე, პარაპლანი გონიოში, იახტით გასეირნება შავ ზღვაზე - იმ ტურისტულ სერვისებს შორისაა, რასაც აჭარა ტურისტებს სთავაზობს. მედიატურის მონაწილეები პეტრას ციხესაც სტუმრობდნენ, სადაც განახლებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურა მოინახულეს. ტურის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ადგილობრივ სამზარეულოსაც გაცნობოდნენ, დასწრებოდნენ კულინარიულ მასტერკლასებსა და რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძები დაეგემოვნებინათ. „წლის განმავლობაში ჩვენ ეტაპოპრივად ვუმასპინძლებთ როგორც ქართული, ისე უცხოური მედიის წარმომადგენლებს, რათა სრულად წარმოვაჩინოთ რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები. ჩვენ გვაქვს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, როგორც ზღვაზე დასვენების, ისე ეკოტურიზმის, სამთო და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებისთვის. მედია-ინფოტურებისას კი აჭარის ტურისტულ მიმართულებებსა და სერვისებს ვაცნობთ ჟურნალისტებს, ბლოგერებს, ინფლუენსერებს, ტურსააგენტოებსა და გიდებს, რათა მაქსიმალურად შევძლოთ რეგიონის პოპულარაზაცია, შედეგად კი პოტენციური ტურისტების დაინტერესება აჭარით“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)