12:55 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-05 10:25:48, 916 ნახვა

რეგიონი
ბათუმის 13 საჯარო სკოლა მზის ელექტროსადგურებით აღიჭურვა

ბათუმის საჯარო სკოლების მზის სისტემებით აღჭურვის პროექტი წარმატებით დასრულდა. ის ბათუმის 13 საჯარო სკოლაში განხორციელდა, რაც ქალაქის სკოლების ნახევარს შეადგენს. ცამეტ საჯარო სკოლაში განთავსებული გენერაციის ობიექტები ნეტო აღრიცხვის სისტემაშია ჩართული, რაც საშუალებას მისცემს სკოლებს  სრულად გამოიყენონ გამომუშავებული ელექტროენერგია.

პროექტის განხორციელების ანგარიშს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ენერგეტიკისა და განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ბათუმის საჯარო სკოლის მზის პანელებით აღჭურვის პროექტი საპილოტეა და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. მან ყურადღება გაამახვილა პროექტის საგანმანათლებლო და ეკონომიკურ კომპონენტებზე, რადგან მათი მეშვეობით ახალი თაობა უკეთ შეძლებს, გაეცნოს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების მნიშვნელობას, გარდა ამისა, მზის პანელების გამოყენებით აღნიშნულ სკოლებს მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ კომუნალური გადასახადები. „რაც ყველაზე მთავარია, ესაა განახლებადი, სუფთა ენერგიის ათვისება ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს მსოფლიოში ნომერი პირველი გამოწვევაა გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება და მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს, ვაწარმოოთ სუფთა ენერგია და ჩვენი ეკონომიკის ზრდასთან ერთად გამოვიყენოთ ადგილობრივი, სუფთა განახლებადი მწვანე ენერგია. ეს პროექტი ამის კარგი მაგალითია," - განაცხადა ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა.

პროექტი ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და ლიეტუვური კომპანია შპს ,,Via Solis"-ის პარტნიორობით  შემუშავდა, ლიეტუვის გარემოსდაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics