23:35 - 29 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-19 12:43:14, 541 ნახვა

რეგიონი
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები ნატოს შტაბ-ბინაში გამართა

ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაცია, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმები, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში თურქეთის, პოლონეთისა და რუმინეთის ჩართულობა და ამ ქვეყნებთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა, ასევე ერთობლივი მონაწილეობა საერთაშორისო წვრთნებსა და სწავლებებში - ის ძირითადი საკითხები იყო, რაც გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თურქეთის, პოლონეთისა და რუმინეთის თავდაცვის ძალების მეთაურებთან ერთად განიხილა. შეხვედრებზე ხაზი გაესვა მეგობარი ქვეყნების პირველი სამხედრო პირების მხრიდან საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

მათივე ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თურქ კოლეგას, გენერალ იაშარ გულერს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ათწლეულების მანძილზე თავდაცვის ძალების განვითარებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა სამხედრო სწავლებაში მონაწილეობაზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საბრძოლო მზადყოფნას და მხარს უჭერს საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის ძალების ურთიერთქმედებას.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა პოლონელ და რუმინელ კოლეგებთან, გენერალ რაიმუნდ ანდჟეიჟაკთან და გენერალ-ლეიტენანტ დანიელ პეტრესკუსთან საუბრისას ხაზი გაუსვა პოლონეთისა და რუმინეთის ჩართულობას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, ასევე საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობის და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების განვითარებისათვის კონტრიბუციის მნიშვნელობას. რუმინეთის თავდაცვის ძალების მეთაურთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს, ხოლო პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრაზე გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ხაზი გაუსვა პოლონეთის პრაქტიკულ მხარდაჭერას თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გერმანია გეგმავს რუსეთის დადანაშაულებას ლაიფციგში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში და „ფართომასშტაბიანი სანქციების“ დაწესებას
ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ტურისტების ჯგუფს სცემეს
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics