13:23 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 19:06:10, 1011 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, ჭვანის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, ჭვანის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ახალგაზრდებმა ისაუბრეს ცენტრის საქმიანობაზე, არაფორმალური განათლების გაძლიერებაზე, სამომავლო გეგმებსა და საჭიროებებზე.

შეხვედრაზე, ომარ ტაკიძემ ახალგაზრდების მნიშვნელოვან პოტენციალს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ახალგაზრდები ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობენ ქვეყნის განვითარებისა და წარმატებისთვის. ყურადღება გაამახვილა მეტი ახალგაზრდული სივრცის საჭიროებაზე,  ინოვაციების ხელშეწყობის აუცილებლობაზე, როგორც არაფორმალური განათლებით, ასევე სხვა მიმართულებით.

ახალგაზრდული ცენტრის მიზანია არაფორმალური განათლების გაძლიერება, სოფელ ჭვანაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს ასევე ლიტერატურული კლუბი. ეწყობა ფილმის ჩვენება, საჯარო დისკუსიები, თემატური პრეზენტაციები, სალონური საუბრები, გარემოს დასუფთავების და საქველმოქმედო ღონისძიებები.

შეხვედრა, მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა. ომარ ტაკიძესთან ერთად, ღონისძიებას  მერიის  ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics