11:31 - 27 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 10:42:41, 600 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - „ბასკინ რობინსის“ საქართველოში შემოსვლა ქართულ-ამერიკული ბიზნესების თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თბილისში „ბასკინ რობინსის" პირველი ფილიალის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ცნობილი ბრენდი 30 წლის შემდეგ, საქართველოში 4 ახალი ობიექტით ბრუნდება. თბილისის მასშტაბით, მხოლოდ მაისში, „ბასკინ რობინსის" კიდევ სამი ფილიალი გაიხსნება. სამომავლოდ, კომპანია თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში 20 ობიექტის გახსნას და 200 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.

„დღეს საქართველოს ბაზარი მზადაა მსგავსი გლობალური ბრენდების შემოსვლისთვის.  „ბასკინ რობინსი", როგორც ბრენდი, საქართველოში ქართულმა კომპანიამ შემოიყვანა და ეს არის ქართული და ამერიკული ბიზნესების თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი," - განაცხადა ნათია თურნავამ.

„ბასკინ რობინსმა" საქმიანობისთვის საჭირო დანადგარები, კერძოდ, სპეციალური მაცივრები თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით შეიძინა. ინვესტიციამ 100 000 ლარი შეადგინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბათუმში არეულობისას სამი სამართალდამცველი დაშავდა, 16 თურქი გულშემატკივარი დააკავეს
თურქეთის შს მინისტრმა ქართველ კოლეგასთან „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო უკმაყოფილება გამოთქვა
ბათუმში ვითარება კვლავ დაძაბულია - მატჩი შეჩერებული - ვიდეო
სააკაშვილი - ივანიშვილმა ყველაფერი მოსპო, სრულიად დაუცველი დავრჩით გავეშებული რუსეთის პირისპირ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics