|
2021-05-07 21:45:17, 1161 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველს უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იქნა უცხოური ინვესტიციების სტრატეგია და მიმდინარე პროექტები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, უძრავი ქონების განვითარებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, უცხოელი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი პლატფორმაა, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებში ბიზნესგარემოს კუთხით ბევრ პოზიციაში ლიდერობს. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რაშიც ქვეყანას დიდად დაეხმარება დონორებთან და პოტენციურ ინვესტორებთან თანამშრომლობის მქონე ისეთი სპეციალისტის გამოცდილება, როგორიცაა ვაზილ ჰუდაკი. მინისტრმა პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველს გააცნო სამინისტროს მიერ მიმდინარე საინვესტიციო სტრატეგია და პროგრამები, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობის გააქტიურებისა და კაპიტალის მოზიდვის კუთხით. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა მთელ რიგ პროგრამებზე, მათ შორის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სატრანსპორტო გადაზიდვებისა და სხვა პრიორიტეტულ სექტორებში, რომელთა მიზანსაც ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო კომპანიების მოზიდვა წარმოადგენს. ითქვა, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინიციატივით და აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, წარმატებით ხორციელდება საინვესტიციო ლოკაციების საკონსულტაციო პროექტი, რომლის ფარგლებშიც აშშ - ისა და ევროპის წამყვანი საკონსულტაციო კომპანიები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პოპულარიზებას ეწევიან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე, გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
პუტინისტმა ფიფიამ პროპაგანდისტულ СОЛОВЬЁВ LIVE -ს ეთერში რუსეთ-საქართველოს დალაგებად ურთიერთობაზე და "გეორგიევსკის" ქვედანაყოფზე ისაუბრა
მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ, ადგილზე ხმაურიც იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)