|
2015-01-31 16:58:44, 1406 ნახვა
საზოგადოება
„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დასრულდა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დასრულდა. ათასობით ადამიანი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა, მოგვიანებით კი, მათ მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივნმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, აქციის მთავარი მიზანი იყო, დროულად გაიხსნას ის გაუხსნელი საქმეები, რომელსაც პროკურატურა იძიებს. მისივე თქმით, დღევანდელ შეკრებაზე გაჟღერებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მარტიდან ალიანსი საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გამართავს. "ჩვენ მოვითხოვთ, "ნაციონალების" დასჯას, ზონდერ მოსამართლეების გათავისუფლებას, გახმაურებული და თაროზე შემოდებული საქმეების გახსნას. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ეს ხელისუფლება თავის დანაპირებს, სამართლიანობის აღდგენას არ შეასრულებს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. საპროტესტო აქციაზე კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანიც იმყოფებოდა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ხელისუფლებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდა. „ჩემი აქ მოსვლის მიზეზი არის სამართლიანობის აღდგენა და იური ვაზაგაშვილისა და ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეების დროული გახსნა. მე ასევე მოვუწოდებ ხელისუფლებას გამოფხიზლდნენ და ხალხისკენ გამოიხედონ“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა. აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ იური ვაზაგაშვილის ახლობლები, ბუტა რობაქიძის მშობლები - ია მეტრეველი და სოსო რობაქიძე.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)