|
2021-04-27 17:59:17, 804 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ბიზნესი GAU-ს სტუდენტებს სტარტაპკურსს ჩაუტარებს
თიბისი ბიზნესის ორგანიზებით, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში 8 კვირიანი სასწავლო კურსი ჩატარდება. კურსი სტარტაპის განვითარების საწყის ფაზას შეეხება - იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch მომზადებამდე. კურსის მიზანია სტუდენტებში სტარტაპ კულტურის დამკვიდრება. ლექციებს, ძირითადად, თიბისის თანამშრომლებისგან შემდგარი სპიკერების გუნდი წაიკითხავს. კურსის მონაწილე სტუდენტები ინდივიდუალურად მიიღებენ რჩევებს და რეკომენდაციებს, პირადად გაიცნობენ ამ სფეროში წარმატებულ ადამიანებს, კურსის ბოლო, კი, ჩატარდება პრეზენტაციები და გამარჯვებული გუნდის წევრები მათთვის სასურველი მიმართულებით თიბისიში 6 თვიან სტაჟირებას გაივლიან. „სტარტაპკურსი GAU-ში უკვე მეორედ ტარდება და მას თავიდანვე დიდი დაინტერესება მოჰყვა სტუდენტების მხრიდან. ჩვენს უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ექცევა ანტრეპრენიორობის წახალისებას, თიბისისთან სწორედ ამ კუთხით ვიპოვეთ გადაკვეთა. ეს კოლაბორაცია სტუდენტებში იდეების კულტივაციას უწყობს ხელს და მათგან ძალიან საინტერესო პროექტებს ვიღებთ,“ - ნატო ტორონჯაძე, GAU-ს ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანი. 28 აპრილს, 15.00 საათზე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ჩატარდება ღია კარის დღე და დაიწყება კურსზე რეგისტრაცია. სტარტაპკურსი პირველად 2018 წელს ჩატარდა, 2020 წელს კოვიდ სიტუაციის გამო კურსები არ გამართულა. თიბისი ბიზნესის მიზანია, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი დააინტერესოს სტარტაპ კულტურით.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)