|
2015-01-31 15:24:03, 1872 ნახვა
სამართალი
ნიკა მელია მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გეგი ნიჟარაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. როგორც მელიამ აღნიშნა, 29 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს სუს-ის თანამშრომლებმა, მერიის ზედამხედველობის თანამშრომლებთან ერთად, 3 საათის განმავლობაში ერთ-ერთ თანამშრომელს თავისუფლება შეუზღუდეს, ოთახში გამოამწყვდიეს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდნენ. „ამ დანაშაულებრივ პროცესს თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობდა შსს სუს-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაჩი ჯაფარიძე, რომელიც გახლავთ მთავარი სამმართველოს უფროსი, ხოლო მის დირექტივებს საკრებულოს შენობაში ასრულებდა არჩილ ბებიაშვილი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და მიცემულ იქნას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში. სახეზე არის უმძიმესი დანაშაული, სადაც როგორც მერიის მაღალჩინოსნები, ასევე შსს-ს მაღალჩინოსნები არიან გარეული. მე პირადად, თავიდან ბოლომდე ვაპირებ მივყვე ამ საქმეს, სანამ ყველა ის მოძალადე, რომელიც დასაქმებულია მერიის სამსახურებში, არ აგებენ სათანადოდ პასუხს, მათ შორის ვიცე მერი მარგიშვილი, რომელიც ასევე თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობს ამ პროცესს. იგი გახლავთ საატესტაციო საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე. მე ვფიქრობ, ეს არის უკვე საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ დღევანდელმა პროკურატურამაც ვერ დაუხუჭოს თვალი და მიეცეს შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა თანამშრომელს დაეჯახა – კაცი დაიღუპა
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელი გორდულაძე რუსების მასიურ შემოდინებას ისევ ნაცებს აბრალებს
მიხეილ სააკაშვილი – ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სინამდვილეში ყოველთვის იყვნენ რეჟიმის დანამატები, იდიოტები
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)