2021-04-17 11:01:27, 1837 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 676 თბილისში, 123 სამეგრელო-ზემო სვანეთში და 126 აჭარაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 676 თბილისში, 123 სამეგრელო-ზემო სვანეთში და 126 აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტების რიცხვი 494-ს შეადგენს, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 89 ადამიანი იმყოფება. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა - 126, იმერეთი - 61, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 55, გურია - 46, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123, კახეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 457, საიდანაც: 2 848 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 471, აჭარაში - 398, იმერეთში - 369. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 494 პირი, მათ შორის, თბილისში - 247, აჭარაში - 70, იმერეთში -73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში - 66, აჭარაში - 7, იმერეთში - 8. 427 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 225 - თბილისში, 188 - აჭარაში. 7 182 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 335 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 253, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 16 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 417 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 042 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 987 პირი, აჭარაში - 2 475, იმერეთში - 1 137“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
|
ომი უკრაინაშიკანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|