|
2021-04-13 21:15:43, 1297 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ავიაბაზარზე ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan შემოდის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულდა მოლაპარაკებები ყაზახურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია FlyArystan-თან. შედეგად, მაისიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს. აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი - ეს ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში პირდაპირი რეგულარული რეისები, თითოეულ მიმართულებაზე კვირაში 2 სიხშირით 2 მაისიდან განხორციელდება. ბილეთების ყიდვა ავიაკომპანიის ვებგვერდზე დღეიდან არის შესაძლებელი. https://flyarystan.com/en „მოხარულები ვართ, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ბაზრით სრულიად ახალი ავიაკომპანიები ინტერესდებიან. ასევე, ეტაპობრივად უბრუნდებიან ბაზარს და ფრენის სიხშირეებსაც ზრდიან ის ავიაკომპანიები, რომლებიც ტრადიციულად დაფრინავდნენ ჩვენს აეროპორტებში. წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ყაზახურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია FlyArystan-თან. ავიაკომპანიის ტექნიკურმა გუნდმა ჩვენს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა და შეისწავლა ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობები და გადაწყვიტეს, რომ უკვე მაისიდან რეგულარული ფრენები განახორციელოს ჩვენი აეროპორტისთვის 3 სრულიად ახალ მიმართულებაზე. შესაბამისად ველოდებით საერთაშორისო ვიზიტორებს ცენტრალური აზიიდან, რაც ნიშნავს ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის სრულიად ახალი ტურისტული ბაზრის ათვისებას“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ. FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა და AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს. შეგახსენებთ, 1-ლი მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR ნეგატიური ტესტი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი - ALDE Party
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)