|
2021-04-13 16:50:34, 1440 ნახვა
ეკონომიკა
Logista.ge - კონტეინერების დაზღვევის ინოვაციური პლატფორმა „თიბისი“ დაზღვევისგან
თიბისი დაზღვევა უნიკალურ შესაძლებლობებს ამჯერად ბიზნეს სექტორს სთავაზობს. კომპანიამ კონტეინერების დაზღვევის სრულად ციფრული პლატფორმა - logista.ge შექმნა. დღეიდან ლოჯისტას საშუალებით ფორვარდერებსა და საზღვაო ხაზებს შორის არსებული პროცესების გადაწყვეტა სადაზღვევო მენეჯერის ჩართულობის გარეშე მოხერხდება. თიბისი დაზღვევა უწყვეტად აგრძელებს მაქსიმალურად მოქნილი, თანამედროვე და ციფრული სერვისების დანერგვას, რიმელიც მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული. ახალი პროექტი ბიზნესების მუშაობის პროცესს მეტ ეფექტურობასა და პროდუქტიულობას მატებს, რაც პროცესების ნაკლებ დროში შესრულებითაა განპირობებული. პლატფორმის საშუალებით ფორვარდერი თავიდან აირიდებს საზღვაო ხაზებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების ყოვეწლწლიური გაფორმების პროცესს და ამ პროცესებთან დაკავშირებულ თითოეულ დეტალს ციფრულად მოაგვარებს. იქნება ეს თავად საზღვაო ხაზთან დაკავშირება, პოლისის გაფორმება, პოლისის თანხის გადახდა, თანამშორმლების დამატება პორტალზე, თუ რეპორტებისა და ინვოისების წარმოება და მათი დაგენერირება. Logista.ge მომხმარებელს მეტ კომფორტს, ნაკლებ დროში სთავაზობს. კონტეინერების დაზღვევის პლატფორმაში ჩართვა ძალიან მარტივია: ამისათვის საჭიროა, ფორვარდერმა გამოხატოს პლატფორმაში ჩართვის სურვილი, რისთვისაც თიბისი დაზღვევის ცხელ ხაზს უნდა დაუკავშირდეს. რის შემდეგაც, თიბისი დაზღვევა მას კონტეინერების ციფრულ პლატფორმაზე (ვებგვერდზე) დაარეგისტრირებს. ვებგვერდის საშუალებით, მომხმარებელი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით უკავშირდება სასურველ საზღვაო ხაზს და სადაზღვევო პოლისის გამოწერისათვის მხოლოდ 17 წამი სჭირდება. პლატფორმით სარგებლობისათვის დაგვიკავშირდი ნომერზე: 242 22 22 ან დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია: https://www.logista.tbcinsurance.ge/
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი - ALDE Party
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)