12:28 - 24 Oct, 2026
|
2021-04-13 10:38:38, 938 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ ზელენსკი - უკრაინა რუსეთის შემოჭრისთვის მზადაა
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა საკმაოდ რეალურია და სახელმწიფო ამისთვის მზადაა. „რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით ეს 2014 წლიდან და ეს შესაძლებელია, რომ ყოველ დღე მოხდეს. ისინი მზად არიან, მაგრამ ჩვენ ასევე ვართ მზად, რადგან ჩვენს მიწაზე, ტერიტორიაზე ვიმყოებით", - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აპრილის დასაწყისიდან მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 17-ჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)