23:32 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-06 11:52:05, 2051 ნახვა

ომი უკრაინაში
6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12 846 პირია აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12 846 პირია აცრილი.

NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 1 214-მა პირმა ჩაიტარა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინით, კერძოდ, AstraZeneca-თი და Pfizer-ით აცრაა შესაძლებელი. კორონავირუსის საწინააღმდეგო აღნიშნული ვაქცინებით აცრა, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომდგენლებს, ასევე 55-წელს ზემოთ მყოფ პირებსაც შეუძლიათ. 

საქართველოში რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთი, ჩინური წარმოების „სინოფარმის“ 100 000 დოზა ჩამოვიდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, აღნიშნული ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მოქალაქეებს, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებიდან შეეძლებათ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics