22:42 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-03 12:44:41, 2268 ნახვა

ომი უკრაინაში
3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 9 735 პირია აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, 3 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 9 735 პირია აცრილი

NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 826-მა პირმა ჩაიტარა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინით, კერძოდ, AstraZeneca-თი და Pfizer-ით აცრაა შესაძლებელი. კორონავირუსის საწინააღმდეგო აღნიშნული ვაქცინებით აცრა, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომდგენლებს, ასევე 65-წელს ზემოთ მყოფ პირებსაც შეუძლიათ.  ამასთანავე, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 5 აპრილიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას 55-წელს ზემოთ მყოფი პირებიც შეძლებენ.

საქართველოში დღეს კიდევ ერთი, ჩინური წარმოების „სინოფარმის“ 100 000 დოზა ჩამოვიდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, აღნიშნული ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მოქალაქეებს, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებიდან შეეძლებათ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics