12:42 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-03 12:35:25, 975 ნახვა

მსოფლიო
უკრაინული მედია - რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21-ჯერ დაარღვია, დაშავდა 2 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირი

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ფორმირების მიერ 21-ჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გაერთიანებული ძალების შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად დაშავდა 2 სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი.

„გასული დღე-ღამის განმავლობში, 2 აპრილს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 21 დარღვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაშავდა 2 სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი“, - წერს უკრაინული მედია ქვეყნის გაერთიანებული ძალების შტაბზე დაყრდნობით.

როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაშავებული სამხედროები და სამოქალაქო პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება მომავალი სამხედრო სწავლებისთვის - „დასავლეთი 2021"-სთვის და ამის ფონზე, ის ცდილობს გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვართან - რუსეთის ფედერაციი ბრიანკის და ვოროეჟის რეგიონები, ასევე ოკუპირებულ ყირიმში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics