|
2021-03-30 17:44:10, 1591 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი“ ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ სპონსორი გახდა
დღეიდან, ლიბერთი ბანკი ყველასთვის საამაყო ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის სპონსორია. ლიბერთი ბანკსა და საფეხბურთო კლუბს შორის გაფორმებული მემორანდუმი, საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნას ითვალისწინებს. „მოხარული ვარ, რომ ლიბერთის სახით ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბმა დიდი მეგობარი შეიძინა. მინდა გამოვხატო როგორც პირადი, ასევე მთელი ბანკის აღფრთოვანება და მხარდაჭერა ამ გოგონების მიმართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მთელი წლის განმავლობაში, კლუბს ჰქონდეს ყველა პირობა სრულფასოვანი მომზადებისთვის და წარმატებული სეზონისთვის. ქალების გაძლიერება, განსაკუთრებით რეგიონებში, ლიბერთის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. ვფიქრობთ, ჩვენი პარტნიორობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ მიზანს მთელი საქართველოს მასშტაბით“,- განაცხადა ვასილ ხოდელიმ, გენერალური დირექტორი „ლიბერთის მხარდაჭერა უფრო მეტ სტაბილურობას შესძენს კლუბს, დაეხმარება გრძელვადიანი სპორტული მიზნების მიღწევაში და თავის წვლილს შეიტანს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში. მსგავსი ტიპის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ სპორტში და განსაკუთრებით ქალთა ფეხბურთში“,- განაცხადა დურმიშხან ჩხაიძემ, კლუბის დირექტორი. ლიბერთი 2020 წლიდან ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიაა - გასულ წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისსა და ლიბერთი ბანკს შორის დაწყებული მჭიდრო თანამშრომლობა, ქალების გაძლიერებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge.
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი - ALDE Party
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)