|
2021-03-29 10:51:32, 1277 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი დაზღვევამ“ 2019-2020 წელს ფერმერებს 3 მლნ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა - აგროდაზღვევა
„თიბისი დაზღვევა“ 2019 წლიდან აქტიურად ჩაერთო აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში. კომპანიამ ორი წლის განმავლობაში ფერმერებს ჯამურად 3 მილიონ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა. აგროდაზღვევა ფერმერებს იმ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან იცავს, რაც სტიქიური მოვლენების შედეგად მოსავლის შესაძლო განადგურებას შეიძლება მოჰყვეს. ფერმერების ცხოვრების გასამარტივებლად, აგროდაზღვევა შემდეგ გათვალისწინებულ რისკებს ფარავს: · სეტყვა · წყალდიდობა · ქარიშხალი · საშემოდგომო ყინვა „თიბისი დაზღვევის“ დახმარებით მარტივად არის შესაძლებელი შემდეგი კულტურების დაზღვევა: · მარცვლეული · პარკოსანი · ბოსტნეული · ბაღჩეული · ხეხილი · კაკლოვანი · ვაზი აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონალურ ფილიალებში. „აგროდაზღვევა ქართველი ფერმერების საქმიანობის განუყოფელ ნაწილად იქცა. სწორედ ამიტომ, კონკურენტული ბაზარიცა და პროდუქტზე მოთხოვნაც ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება. თიბისი დაზღვევის მიზანია ფერმერებს მაქსიმალური კომფორტი და სიმარტივე შევთავაზოთ როგორც დაზღვევის შეძენის, ისე მოხმარების (ანაზღაურების) დროსაც, ამით კი საბოლოოდ მათი ცხოვრების გამარტივებას მოვახერხებთ“, - განაცხადა „თიბისი დაზღვევის“ მცირე და საშუალო ბიზნესის ალტერნატიული გაყიდვების უფროსმა, ოთარ ცხვიტარიამ. აგროდაზღვევის პროგრამა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით ხორციელდება. ვაზის კულტურის შემთხვევაში, დაზღვევის ღირებულების 50%-ს სახელმწიფო ფარავს. ხოლო სხვა კულტურებისთვის თანადაფინანსება 70%-ია. ფერმერს აგროდაზღვევის ღირებულების გადახდა ეტაპობრივად, სესხით სახითაც შეუძლია. აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ამუშავებს მიწას და მოჰყავს მოსავალი. სავალდებულოა მხოლოდ ის, რომ მიწა რეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრში და დასაზღვევი ნაკვეთი არ აღემატებოდეს 5 ჰექტარს ან 30 ჰექტარს მარცვლეული კულტურის შემთხვევაში. თუ მომხმარებელი ამ სახელმწიფო პროგრამის რაიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც დაეზღვიოს. ამ შემთხვევაში, სადაზღვევო პრემიის 100%-ს ფერმერი გადაიხდის. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით თიბისი დაზღვევის ცხელ ხაზს: 032 2 42 22 22
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი - ALDE Party
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)