14:21 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-26 13:36:11, 991 ნახვა

რეგიონი
ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

ოზურგეთში გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული.

ადმინისტრაციული შენობა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ,  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ალექსანდრე კალანდიასთან ერთად გახსნა.

„დღეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 32-ე ახალი ადმინისტრაციული შენობა გავხსენით, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.  პროექტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობაში 7 ბრიგადის განთავსებაა შესაძლებელი. მალე გურიის რეგიონს ახალი რეანომობილიც გადაეცემა. პანდემიის პერიოდში ექიმები წინა ხაზზე არიან  და მათ ამ თავდადებისთვის  მადლობა მინდა გადავუხადო“, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics