|
2021-03-19 13:05:16, 1190 ნახვა
ეკონომიკა
განახლება „თიბისის“ მთავარი ეკონომისტისგან - განაკვეთის აწევა, რომელიც ეკონომიკის ზრდას არ შეამცირებს
„თიბისი“ კაპიტალმა მთავარი ეკონომისტის განახლება გამოაქვეყნა - განაკვეთის აწევა, რომელიც ეკონომიკის ზრდას არ შეამცირებს. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 17 მარტის შეხვედრაზე, მზარდი ინფლაციური ზეწოლის გამო, საპროცენტო განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით ასწია. საერთაშორისო დონეზე უფრო გავრცელებული ლოგიკით, აღნიშნულს, თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, სადაც რეფინანსირების განაკვეთის აწევა გათვალისწინებული არ იყო, ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება უნდა გამოეწვია. მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალი ზრდის მოლოდინს უცვლელად ინარჩუნებს. მიზეზი ისაა, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი და გარკვეულწილად ეკონომიკა, არა ერთ, არამედ სამ ვალუტაში ოპერირებს და ლარში გამკაცრება ევროსა და დოლარში შედარებით შერბილებას ნიშნავს. ამდენად, არ არის აუცილებელი, რომ სესხების ზრდა შემცირდეს. უფრო მეტიც, სტაბილური და/ან გამყარებადი ლარი ხელს შეუწყობს სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობების გაუმჯობესებას და შესაბამისად, სულ მცირე ახლო პერსპექტივაში, ეს უფრო ძლიერი ზრდის სტიმულიც იქნება. ლარის გამყარების სცენარის შემთხვევაში, თიბისი კაპიტალი არ პროგნოზირებს, რომ ლარის გამყარება არამდგრადი იქნება, რადგან ლარი ზედმეტად გაუფასურებულია და ასევე, განსაკუთრებით სავალუტო სესხების აღდგენის შემთხვევაში, საგარეო შემოდინებების დანაკლისის დაფინანსება საკმარისზე მეტიც კი შეიძლება იყოს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზის მხრივ, „თიბისი“ კაპიტალი ინარჩუნებს საშუალო ვადიან პერსპექტივაში პოლიტიკის შერბილების პროგნოზს. აღნიშნული გამკაცრების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ შერბილების ციკლი უფრო ადრე დაიწყება, ვიდრე ეს „თიბისი“ კაპიტალის წინა საბაზო სცენარში იყო გათვალისწინებული. „თიბისის“ მთავარი ეკონომისტის პუბლიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე - Tbccapital.ge
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)