05:12 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 11:18:07, 3029 ნახვა

ეკონომიკა
Tbilisi Outlet Village - საუკეთესო ადგილი შოპინგისთვის

დროთა განმავლობაში შოპინგი ადამიანების ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა, მიუხედავად იმისა გვჭირდება თუ არა ახალი სამოსი. არ აქვს მნიშვნელობა ცხოვრების რა ეტაპზე ვართ, ყოველთვის ვაქცევთ ყურადღებას რას ვიცვავთ და მუდმივად გვინდა გემოვნებიანად გამოვიყურებოდეთ, თუმცა ამავდროულად ბევრად უკეთესია, თუ სასურველ შესამოსელს შედარებით დაბალ ფასში მივაგნებთ და მუდმივად ვუდარაჯდებით საყვარელი ბრენდების ვებგვერდებს ახალი აქციების მოლოდინში. ზოგიერთი ჩვენგანი კი მკერავთან შეიძლება ატარებდეს დიდ დროს სასურველი დიზაინის ტანსაცმლისთვის. ასევე, საკმაოდ გავრცელებულია მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში სტუმრობაც, რადგან მოულოდნელად შეიძლება საყვარელი ბრენდის სამოსი ვიპოვოთ ძალიან დაბალ ფასად. დემოკრატიულ ფასად შოპინგისთვის არსებობს კიდევ ერთი საშუალებაც - ბრენდების აუთლეტ მაღაზიებია, რაც საკმაო პოპულარობით სარგებლობს საზღვარგარეთ და ბოლო წლებში საქართველოშიც გამოიწვია დიდი ინტერესი.

რა არის აუთლეტი?

აუთლეტ მაღაზიებში შეხვდებით კონკრეტული ბრენდების წინა წლების კოლექციებს, რომელიც საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლები ღირს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ნაწარმს გარეგნულად შეიძლება ჰქონდეს უმნიშვნელო წუნი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უხარისხოა. როცა ბრენდები ზედმეტი რაოდენობით უშვებენ პროდუქტს და ვერ ასწრებენ სეზონის დახურვამდე მათ სრულად გაყიდვას, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მასზე მოთხოვნა აღარ არის, ამიტომ ეს ნაწარმი ხვდება აუთლეტ მაღაზიაში და შეძენა საკმაოდ დაბალ ფასადაა შესაძლებელი. აუთლეტში შოპინგისას გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება კონკრეტულ პროდუქტზე რაოდენობა შეზღუდული იყოს, შესაბამისად უმჯობესია მომავლისთვის არ გადადოთ მისი შეძენა. ასევე, თუ ჯერ ონლაინ არჩევთ პროდუქტს და გადაწყვეტთ მის შეძენას, ამ შემთხვევაშიც სჯობს იჩქაროთ, რადგან შეიძლება აღარ დაგხვდეთ და გული დაგწყდეთ.

აუთლეტ მაღაზიები საქართველოში

საქართველოში ბოლო დროს აქტიურად გამოჩნდა სხვადასხვა ბრენდების აუთლეტ მაღაზიები და საკმაოდ მაღალი დაინტერესებაც გამოიწვია საზოგადოებაში. საერთაშორისო ბრენდების შემოსვლამ განაპირობა აუთლეტ მაღაზიების არსებობაც, რომელიც შეიძლება იყოს როგორც საკუთრივ ცალკე არსებულ კონკრეტული ბრენდის მაღაზია, ასევე დიდ მოლში სხვა ბრენდებთან ერთად განთავსებული, თუმცა არის კიდევ ერთი ადგილიც - თბილისი აუთლეტი სადაც ბრენდების მაღაზიის „სოფელია“ მოწყობილი, რომელიც საშუალებას გაძლევთ არ დაკმაყოფილდეთ საყვარელი ბრენდის პროდუქტით და დაათვალიეროთ სხვების სამოსიც.

თბილისი აუთლეტი

„თბილისის აუთლეტ სოფლის“ კონცეფციაა ერთ სივრცეში გააერთიანოს საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდების მაღაზიები, მეტი კომფორტის საშუალება მისცეს მომხმარებელს და მისცეს დიდი არჩევანის შესაძლებლობა. თბილისი აუთლეტი 2020 წლის 9 ნოემბერს თბილისში გაიხსნა და ყველაზე დიდი სივრცეა ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე აუთლეტ სოფლის კონცეფციით. ამ ეტაპზე მთავარი მიზანია 7 მილიონი ადამიანი მოხიბვლა ამ იდეით მომავალი 3 წლის მანძილზე და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო აუთლეტის ტიტულის დამსახურება. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული საქმიანობა მნიშვნელოვნად დაეხმარება ქართულ ბრენდებს ცნობადობის მომატებაში, ქართველ მომხმარებელს კი შეუქმნას შესაშური პირობები შოპინგისთვის. თბილისი აუთლეტი მდებარეობს კავსაძის 3-ში და აქ შეხვდებით ისეთ ცნობილ ბრენდებს როგორიცაა Armani, Chanel, Dior, Gucci, Dolce & Gabbana, Nike, Adidas, Puma, New Balance, Kappa, Levi’s, Diesel, Lee Wrangler, Calvin Klein Jeans, Mavi და მრავალი სხვა.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი