|
2021-03-16 13:39:55, 758 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ახალ პროექტს - ბიზნესპროდუქტების სერიას იწყებს
„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ახალ პროექტს - ბიზნესპროდუქტების სერიას იწყებს. ინიციატივის ფარგლებში ბანკი იმ სპეციფიურ და ახალ პროდუქტებს წარადგენს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. პირველი შეხვედრა ზუმის მეშვეობით 19 მარტს, 17:00 საათზე გაიმართება. შეხვედრას საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი არველაძე გახსნის, რომელიც ბანკის ახალ ინიციატივაზე ისაუბრებს. ვებინარის ძირითადი ნაწილი სერიის პირველ პროდუქტს- ფაქტორინგს დაეთმობა და მას ამავე მიმართულების წარმომადგენელი, ლევან თეთრაძე წარადგენს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კი ვებინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ფაქტორინგი ვაჭრობის ფინანსირების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პროდუქტია, რომელიც საქართველოს ბანკმა პირველმა დანერგა. ის ინვოისის საფუძველზე დაფინანსების მიღების შესაძლებლობას იძლევა. რაც ყველაზე მთავარია, არ მოითხოვს დამატებით უზრუნველყოფას. ამასთან, დაფინანსების მიღების პროცესიც მნიშვნელოვნად გამარტივებულია. ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე ბანკმა ფაქტორინგი ახალ ეტაპზე აიყვანა და ის მომხმარებელს ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა. „საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის პარტნიორი ბანკი, მუდამ ცდილობს იპოვოს ბიზნესის მხარდაჭერის ახალი გზები. მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი ინიციატივა, ბიზნესპროდუქტების სერია, რომელიც სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შეიქმნა. ჩვენი მიზანია შეხვედრების ფარგლებში გაზიარებული ინფორმაციით, როგორც საბანკო პროდუქტების, ასევე ზოგადად არსებული შესაძლებლობების შესახებ, ხელი შევუწყოთ ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ბიზნესის შესაძლებლობები უსაზღვროა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი არველაძემ.
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)