|
2021-03-16 11:30:44, 614 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა“ ეკონომიკის აღდგენის შესახებ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა
„თიბისი კაპიტალმა“ საქართველოს ეკონომიკის აღდგენის შესახებ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. „თიბისი კაპიტალი“, რეგულარული ფრენების ეტაპობრივი განახლების გათვალისწინებით, საბაზო სცენარის მიხედვით, 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების - 25%-იან, 2022 წელს კი 90%-იან აღდგენას ვარაუდობს. 2020 წლის განმავლობაში, ექსპორტის, გზავნილებისა და ნაწილობრივ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებამ შედარებითი მდგრადობა გამოავლინა. ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენასთან ერთად, 2021 წელს ეკონომიკის ზრდაში ეს შემოდინებაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. სუსტი ლარისა და შიდა მოთხოვნის კლების გათვალისწინებით, 2020 წელს საქონლის იმპორტი 15.9%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის იანვარში მშპ-ის ვარდნამ 11.5% შეადგინა, აღნიშნული მაჩვენებელი მოლოდინებთან შესაბამისობაში იყო. თიბისი კაპიტალი 2021 წელს მშპ-ის - 4%-იან, 2022 წელს კი 7.5%-იან ზრდას ელოდება, რაც ტურიზმის სექტორის თითქმის სრული აღდგენით გახდება შესაძლებელი. სესხების ზრდის პროგნოზი 2021 წელს - 9.5%, 2022 წელს კი 14.0%-ია. მაშინ, როდესაც იპოთეკურ სესხებზე სუბსიდირების პროგრამის დასრულება სესხების ზრდის ტემპს შეამცირებს, მშპ-ის ზრდა და გაუმჯობესებული ბიზნესისა და სამომხმარებლო განწყობის ინდექსები, დაბალ საპროცენტო განაკვეთებთან ერთად, სესხების ზრდას გააუმჯობესებს. „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, 2021 წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი 6.0%-იან ნიშნულს მიაღწევს. პროგნოზი შემდეგ დაშვებებს ეფუძნება: 2021 წელს მშპ-ის 4.0%-იანი ზრდა; სასაქონლო ფასების მაღალი ზრდა; საქართველოს ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნების საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსების მეტნაკლები სტაბილურობა და მათი ინფლაციის მაჩვენებლების ზომიერი ზრდა. იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაცია ისედაც მაღალ ნიშნულზეა მოსალოდნელი და ასევე საგარეო დაფინანსების კუთხით მოზიდული სახსრები საკმარისია, „თიბისი კაპიტალის“ საბაზო სცენარით, ლარის კურსის სტაბილურობაა ნავარაუდები, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის გამყარების ალბათობა გაზრდილია. „თიბისი კაპიტალის“ კვლევას შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე გაეცნოთ - Tbccapital.ge
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)