|
2021-03-06 11:14:03, 674 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ვირტუალურ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სუბირ ლალს (Subir Lall) რომელიც „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ დასრულებამდე ფონდის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს. ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას დაესწრნენ სსფ-ის მისიის ყოფილი ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი, რომელმაც უკვე დაასრულა საქმიანობა, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, ასევე, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი. მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი, „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ მიმდინარეობა, ყურადღება გამახვილდა 2021 წლის ქვეყნის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე. როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში, დაახლოებით, 4,3% იქნება. ამასთან, აღინიშნა, რომ საჭიროა ხელისუფლებამ გააგრძელოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა და შეინარჩუნოს სტაბილური ფისკალური პოლიტიკა. ვიცე-პრემიერმა სსფ-ის მისიის ყოფილ ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა მარტინს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. მან, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება თანამშრომლობა, განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის პროცესში.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)